fbpx

როგორ დავსაქმდე თუ არ შევესაბამები ვაკანსიას

დავუშვათ ვაკანსიის ძიებისას გადააწყდი სასურველ განცხადებას, თუმცა აღმოაჩინე, რომ შენი უნარები არ შეესაბამება მოთხოვნებს. გავაგზავნოთ თუ არა მაინც რეზიუმე? – სტატიაში ვისაუბრებთ რჩევებზე, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – რა შემთხვევაში გააგზავნო რეზიუმე იქ, სადაც შენი უნარები არ შეესაბამება მოთხოვნებს.

ფორმალური განათლება, კოლეჯები, უნივერსიტეტები და დიპლომები

დღევანდელ რეალობაში, ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ფორმალური განათლება და საქმე, რომლის კეთებაც გვსურს, ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ვაკანსიებში მოთხოვნილი ფორმალური განათლება, შესაძლებელია, სწორედ პრაქტიკაში მიღებული ცოდნით ჩანაცვლდეს. დამსაქმებელი, ცდილობს მაქსიმალურად მიუთითოს პოზიციის შესაბამისი მოთხოვნები, რომელსაც მისთვის იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ, როგორც კვლევები ადასტურებენ – არასოდეს, არცერთი კანდიდატი, არ არის სრულყოფილი – შესაბამისად, დამსაქმებელს ყოველთვის, რაღაც მოთხოვნაზე უწევს „თვალის დახუჭვა“ და ხშირ შემთხვევაში ეს ფორმალურ განათლებას ეხება.

არაფორმალური განათლება და სერტიფიკატები

არაფორმალური განათლება ის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც გეხმარებათ თქვენი, არსებული უნარების გაუმჯობესებასა და ახალი პროფესიული უნარების შეძენაში, მოკლე დროში. შესაბამისად, თუ თქვენი ფორმალური განათლება არ შეესაბამება ვაკანსიაში მოთხოვნილს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ვაკანსიაზე რეზიუმე არ უნდა გაგზავნოთ. გამოყავით თქვენი უნარები, რომელიც არაფორმალური განათლებით შეიძინეთ, მაგალითად დაესწარით დარგის ცნობილი ადამიანების მასტერკლასებს, სემინარებს, გავლილი გაქვთ ონლაინ ლექციები და ა.შ. ასევე, სამოტივაციო წერილში მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი მზაობა და მონდომება პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

სამუშაო გამოცდილება

სავალდებულო არ არის, რომ სამუშაო გამოცდილება სამსახურში შეიძინოთ. დამოუკიდებელი მუშაობით, მაგალითად თავისუფალ დროს, შეგიძლიათ შეიქმნათ თქვენი მინიმალური გამოცდილება, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველ სამსახურში დასაქმებაში.

მაგალითად, თუ გხიბლავთ გრაფიკული დიზაინი, აიღეთ ორი ძირითადი კომპონენტი, ვთქვათ საქართველო და კომიქსების სუპერგმირები. შექმენით ნამუშევრები – სვანეთის კოშკებს შორის გაბმული „სპაიდერმენი“, ჩააცვით ჩოხა „ბეტმენს“, „ჰალკი“ რომელიც ხინკალს მიირთმევს და ა.შ. თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვართ, მოამზადეთ არაორდინალური ვიზუალის კერძები – ვიზუალზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თქვენი პორტფოლიოს შესაქმნელად აუცილებელია მათი დასურათება, შესაბამისად ეცადეთ, მაქსიმალურად ხარისხიანი და კარგი ფოტოები გადაუღოთ, თქვენს შემოქმედებას.

ენთუზიაზმი და მონდომება

ხშირ შემთხვევაში, კანდიდატებს აქვთ იმაზე მეტი უნარები, ვიდრე წარმოუდგენიათ და სამწუხაროდ, მათ გადმოცემას, სათანადოდ ვერ ახერხებენ. თქვენ გჭირდებათ, რომ ზუსტად განსაზღვროთ რისი კეთება გსიამოვნებთ, დაფიქრდით და უკეთესი იქნება თუ ჩამოწერთ, ამ საქმიანობისთვის რა უნარებს ფლობთ უკვე. ჩამოწერეთ ასევე უნარები, რომელთა შეძენაც გჭირდებათ იმისათვის, რომ იყოთ საუკეთესო. შემდეგ, ეცადეთ განსაზღვროთ თუ რა დონეზე ფლობთ თითოეულს. თუ ზოგიერთის ათვისება ნულიდან გიწევთ, მოიძიეთ კურსები და ადგილები სადაც შეძლებთ ამ უნარების შეძენას.

ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ თქვენს სამოტივაციო წერილში, რაც წარმოაჩენს თქვენს ენთუზიაზმს და დიდ მონდომებას, კონკრეტული სამუშაოსთვის.

კომპანიები ხელს უწყობენ მონდომებულ ადამიანებს და ზოგ შემთხვევაში ამჯობინებენ კიდევაც, გარკვეული გამოცდილების მქონე მსურველებს, გამოცდილების გარეშე კანდიდატებს, რადგან სურთ სამსახურში აიყვანონ ის ადამიანები, რომლებიც მართალია ვერ აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, მაგრამ აქვთ ენთუზიაზმი და მონდომება იმისათვის, რომ ისწავლონ და განვითარდნენ, დაესწრონ ტრენინგებსა და სემინარებს სამუშაო საუკეთესოდ შესრულებისთვის.

გახსოვდეთ – არასოდეს, არცერთი კანდიდატი, არ არის სრულყოფილი, შესაბამისად თავი იგრძენით თავისუფლად და რაც ყველაზე მთავარია – იყავით გულწრფელი.

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
6.8 ° C
6.8 °
6.8 °
65 %
12.9kmh
0 %
Thu
7 °
Fri
7 °
Sat
7 °
Sun
5 °
Mon
6 °

მსგავსი