fbpx

კლიმატის ცვლილება ადამიანის ბრალია

დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს. კლიმატის ცვლილება დედამიწის კლიმატური რხევაა, რომელიც დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონში ვლინდება. აშშ-ში მდებარე კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 88 125 ნაშრომი გამოიკვლიეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ მათი 99.9% მიხედვით, გლობალური დათბობა და მისი თანმდევი მოვლენები პირდაპირ ადამიანის მიერაა გამოწვეული. სტატიაში საუბარია კვლევების შესახებ, რაც ადასტურებს ადამიანის ბრალეულობას კლიმატის ცვლილებაში.

ამის მსგავსი კვლევა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ კონსენსუსი 1991-2012 წლებში გასაჯაროებული ნაშრომების 97% შორის შედგა. ამჯერად კი მეცნიერებმა ყურადღება 2012-2020 წლებში გამოქვეყნებულ მონაცემებზე გაამახვილეს. მათმა მაჩვენებელმა წინას ბევრად გადაუსწრო.

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა მოჰყვება ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიას, რათა გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენ უკვე მომსწრენი ვართ, თუ როგორი დამანგრეველი შედეგები მოაქვს კლიმატის ცვლილებას ბიზნესისთვის, სახელმწიფოებისთვისა და მათი ეკონომიკისთვის” – აცხადებს კვლევის თანაავტორი, ბენჯამენ ჰოულტონი.

ისინი იმედოვნებენ, რომ ამით ბოლო მოეღება საზოგადოების, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების ეჭვს, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებაში ადამიანის ბრალეულობის შესახებ მეცნიერები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. სინამდვილეში, ეს ასე სულაც არაა.

ამის დასამტკიცებლად, მათ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა შეისწავლეს და ეცადნენ, ისეთი ნაშრომები გამოევლინათ, რომლებიც კლიმატის ცვლილებაში ადამიანის მთავარ როლს არ აღიარებდნენ. ეს სპეციალისტებმა ალგორითმის მეშვეობით შეძლეს, რომელიც ტექსტებში სკეპტიკურ საკვანძო სიტყვებს ეძებდა. ასეთი სულ 28 მასალა აღმოჩნდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორეხარისხოვან გამოცემებში იყო დაბეჭდილი.

წყარო

eurekalert.org
On.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
mist
1.8 ° C
1.8 °
1.8 °
100 %
2.6kmh
100 %
Sun
2 °
Mon
2 °
Tue
2 °
Wed
4 °
Thu
5 °

მსგავსი