fbpx

საექთნო საქმე, პროფესიული პროგრამა

პროგრამის აღწერა

სახელწოდება: საექთნო საქმე/Nursing

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  • ასოცირებული ხარისხი საექთნო საქმეში/Associate Degree in Nursing
  • მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/Fifth Level Vocational Qualification in Nursing

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

საერთაშორისო კლასიფიკაცია

განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საექთნო და სამეანო საქმე“, კოდი 0913, აღმწერი – „შეისწავლის ავადმყოფი, სნეული ან სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას და ექიმებისა და სხვა სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალისთვის დახმარების გაწევას პაციენტების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს. საექთნო საქმის კვალიფიკაცია ფოკუსირებულია ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის დროს პაციენტების ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და მოვლაზე. ის მოიცავს მოხუცების და ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჯანდაცვას. სამეანო საქმე შეისწავლის ქალის მოვლას (ჯანმრთელობის დაცვას) ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ასევე მოიცავს ჩვილის მოვლასა და დახმარებას მეძუძური დედებისთვის.”

პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთნის მომზადება.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
  2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
  3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
  4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
  5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
  6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
  7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
  8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
  9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
  10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
  11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.

შრომის საშუალო ანაზრაურება: 800-1300 ლარი

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
7.8 ° C
7.8 °
7.8 °
66 %
1kmh
100 %
Wed
8 °
Thu
10 °
Fri
7 °
Sat
1 °
Sun
2 °

მსგავსი