fbpx

ბიზნესის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები

როდესაც საკუთარი ბიზნესის დაფუძნებაზე ფიქრი გეწვევათ, იქვე გაიხსენეთ, რომ თქვენი ბიზნესის შექმნა ზუსტად ისევე აწყობს სახელმწიფოს, როგორც თქვენ. რატომ? იმიტომ რომ ქმნით სამუშაო ადგილებს, ასაქმებთ ხალხს, იხდით გადასახადებს და ა.შ. შესაბამისად, ბიზნეს პროცესების დაგეგმვისას, კარგი იქნება სახელმწიფო განიხილოთ პარტნიორად და არა მოწინააღმდეგე მხარედ. სტატიაში ვისაუბრებთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის წესებზე, რასაც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი უწოდებს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს.

შეიძლება ითქვას, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის სახელმწიფოსთან თქვენი, როგორც ბიზნესმენის თანამშრომლობის წესი. ამიტომ, საინტერესო იდეის მოფიქრებასთან ერთად კარგი იქნება დაფიქრდეთ ასევე, თუ რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ითანამშრომლებთ სახელმწიფოსთან. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ბიზნესის მასშტაბები და ხასიათი, თქვენი გამოცდილება და უნარები, ასევე ის, თუ რა საქონელს ან მომსახურებას აწარმოებთ.

ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები

საქართველოში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მიხედვით, ბიზნესის ორგანიაციულ – სამართლებლივ ფორმები განმარტებულია როგორც “მეწარმის სამართლებრივი ფორმები”.  ამავე კანონით განსაზღვრულია ექვსი სამართლებრივი ფორმა:

  1. ინდივიდუალური მეწარმე
  2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  3. კომანდიტური საზოგადოება
  4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  5. სააქციო საზოგადოება
  6. კოოპერატივი

თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. მაგალითად, „ინდივიდუალური მეწარმე“ წარმოადგენს რა, ერთი დამოუკიდებელი პირის სამეწარმეო  საქმიანობას, მისი მენეჯმენტი და ბუღალტერია არ უკავშირდება განსაკუთრებულ სირთულეებს, ხოლო შპს-ს შემთხვევაში რთულდება მენეჯმენტიც და ბუღალტერიაც. სამაგიეროდ „ინდივიდუალური მეწარმე“ პასუხს აგებს კრედიტორების წინაშე მთელი თავისი ქონებით, ხოლო შპს მხოლოდ იმ ქონებით, რაც ამ შპს-ის სახელზე ირიცხება. სწორედ მათმა დადებითმა მხარეებმა განაპირობა ამ ორი სამართლებრივი ფორმის პოპულარობა.

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
9.8 ° C
9.8 °
9.8 °
43 %
10.8kmh
0 %
Fri
8 °
Sat
8 °
Sun
11 °
Mon
11 °
Tue
6 °

მსგავსი