სამსახურის ძებნისას, მხედველობაში რამდენიმე ეტაპი მიიღება. მათი სრული შემადგენლობის ზუსტ დასახელებას ვერ შევძლებთ, რადგან კომპანიები ინდივიდუალურად წყვეტენ, თუ რა ეტაპებს უნდა მოიცავდეს მათი რეკრუტინგის პროცესი. ზოგ შემთხვევაში შეგნებულად ართულებენ ან პირიქით, ამსუბუქებენ კანდიდატის შერჩევის ეტაპებს. თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმეს დასახელება მაინც შეგვიძლია და ესაა – საბუთების გადარჩევა, ზოგადი უნარების ტესტი, პროფესიული ტესტი, უცხო ენების ტესტი, დავალების შესრულება და მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ დგება გასაუბრების დრო.
როგორც წესი, რეკრუტინგის პროცესს ორგანიზაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გასაუბრება კი მისი ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია. ბევრ კარგ კანდიდატს, გასაუბრების ეტაპი ნერვიულობის გამო გაუფუჭებია. როგორ უნდა მოვიშოროთ ნერვიულობა გასაუბრებამდე – ამისათვის არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ხერხი, კერძოდ:
გადახედეთ გასაუბრების სტანდარტულ კითხვებს
ნერვიულობის მთავარი მიზეზი შიშია. შიში იმის, რომ არ დაგისვან ისეთი შეკითხვა, რომელზეც მზად არ იყავი. ამიტომ, გამოიკვლიე და მოიძიე ის სტანდარტული კითხვები, რასაც გასაუბრების დროს რეკუტერები სვამენ. გადაავლე თვალი პასუხების ვარიანტებს და წინასწარ შექმენი შენი ვერსიები – როგორ უპასუხებ თითოეულ ამ შეკითხვას.
მაგალითისათვის, გასაუბრების სტანდარტული კითხვები შეიძლება იყოს: რატომ აარჩიეთ ეს პროფესია? რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ? რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან? რა გიქმნით მოტივაციას და რა არის თქვენი მიზანი? სად ხედავთ თვს 3-5 წლის შემდეგ? და ა.შ.
დაუსვით საკუთარ თავს რთული კითხვები
ყველაზე რთული სიტუაციებისთვის მზადყოფნა, საგრძნობლად გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას. შესაბამისად, დაუსვით საკუთარ თავს ისეთი კითხვები, რაც ყველაზე რთულად მიგაჩნიათ. შექმენით პასუხების ვარიანტები, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ ამა თუ იმ რთულ შეკითხვას.
წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობთ თავს როცა საუკეთესო ხართ – რას ამბობთ? როგორ დგახართ ან ზიხართ? როგორ საუბრობთ? ივარჯიშეთ სარკესთან, რომ გახდეთ ზუსტად ეს ადამიანი. წაიყვანეთ ის და შეუშვით გასაუბრებაზე.
ივარჯიშეთ ფიზიკურად და კარგად გამოიძინეთ
დაგეგმილი გასაუბრებამდე, წინა დღეებში, ნერვიული ენერგიის დასახარჯად, ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვარჯიშის შედეგად იზრდება სისხლის ჟანგბადის რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ღამის ძილს. კარგი გამოძინება, კი დამატებით, დადებით გავლენას ახდენს, როგორც სხეულზე, ასევე გონებაზე.
გასაუბრების დღე
სახლიდან გასვლა დაგეგმეთ ისე, რომ აჩქარება არ მოგიწიოთ. ივარაუდეთ, რომ შეხვედრა, დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე გაქვთ ჩანიშნული. ანუ, თუ გასაუბრება გაქვთ 14:00 საათზე, მოემზადეთ 13:30 საათისთვის. ამისათვის თქვენ წინასწარ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია – სად მდებარეობს კომპანია და რამდენი დრო გჭირდებათ იქ მისასვლელად. ნახევარი საათით ადრე მისვლა არ ნიშნავს, რომ ნახევარი საათით ადრე უნდა მიხვიდეთ გასაუბრებაზე. არა, გასაუბრებაზე მიდით 10-15 წუთით ადრე, დარჩენილი დრო კი გამოიყენეთ კომპანიის ეზოში ან მის მიმდებარედ სასეირნოდ (თუ, რა თქმა უნდა ამინდმაც შეგიწყოთ ხელი). ეს ძალიან დაგეხმარებათ კომპანიის ატმოსფეროსთან ადაბტაციაში და ნერვიული ფონის დამშვიდებაში, რაც თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ.