fbpx

კომპანიები გონების წამკითხველ ტექნოლოგიას ავითარებენ

საიდუმლო არ არის, რომ ბევრ უფროსს მოსწონს თანამშრომლების გონებაში „შეღწევა“, რათა გაიგონ, რას ფიქრობენ, რას გეგმავენ და ა.შ. ახლა კი ეს იდეა განხორციელების გზას დაადგა — ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც დამსაქმებლებს გონების წამკითხველ მოწყობილობებს სთავაზობენ. სტატიაში ვისაუბრებთ ასეთი მოწყობილობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

EEG ჰედსეტები

InnerEye — ისრაელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი EEG ჰედსეტები (ElectroEncephaloGraphic headset), მანქანურ სწავლებას ადამიანის გონებასთან აერთიანებს. ასეთი ჰედსეტი ეხმარება დასაქმებულს სამუშაოსთან დაკავშირებული გაურკვევლობის მარტივად აღმოფხვრაში. სტარტაპ Emotiv-ის განცხადებით კი, მათ შეუძლიათ, უსადენო EEG ჰედსეტების დახმარებით აკონტროლონ თანამშრომელთა კეთილდღეობა.

ფოტო 1. EEG ჰედსეტი (ElectroEncephaloGraphic headset). ქართულედ შეიძლება ვუწოდოთ ელექტროენცეფალოგრაფიული გაჯეტი.

დისტოპიურია? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კომპანიები გამონაკლისი არ არის. როგორც IEEE-ს Spectrum იუწყება, ეს მზარდი ბაზარია და მასში დამსაქმებლებიც იწყებენ ინვესტირებას.

ამ კლასის მოწყობილობების ზოგადი მნიშვნელობა კი ნაცნობია — ეს არის ინსტრუმენტი არა მხოლოდ პროდუქტიულობის გაზრდის, არამედ თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ტექნიკურად, მათ შეუძლიათ, დასაქმებულები აკონტროლონ. უბრალოდ, ამას ისე აღწერენ, როგორც თავად თანამშრომლებისთვის სასიკეთო ქმედებას — სწრაფი, თითქმის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით, InnerEye-ის AI ჩვეულებრივ მუშახელს სუპერ ადამიანებად აქცევს. ხოლო Emotiv „ადამიანთა ბედნიერებაზეა ფოკუსირებული“.

„ჩვენ არ უარვყოფთ ამ ტექნოლოგიის დისტოპიურ პოტენციალს. ამიტომაც, ძალიან ფრთხილად ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებსაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ — მათ თანამშრომლების დახმარების და გაძლიერების გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეთ“, — აცხადებს ტან ლე, Emotiv-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგის ამგვარი მიდგომა ამ მოწყობილობებს “bossware”-ისგან განასხვავებს — სამომხმარებლო ტექნოლოგიების მზარდი სფეროსგან, რომელიც დასაქმებულების სამეთვალყურეო სისტემას აყალიბებს. თუმცა მარკეტინგი მხოლოდ მარკეტინგია და მონაცემთა გავრცელებისა თუ bossware-ის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, ხალხს საკმაოდ ლოგიკური ეჭვები უჩნდებათ.

წყარო:marketer.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
mist
1.8 ° C
1.8 °
1.8 °
100 %
2.6kmh
100 %
Sun
2 °
Mon
2 °
Tue
2 °
Wed
4 °
Thu
5 °

მსგავსი