პროგრამის აღწერა
სახელწოდება: ლოგისტიკა/ Logistics
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ლოგისტიკაში / Secondary Vocational Qualification in Logistics
დაშვების წინაპირობები:
- საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები
- სრული ზოგადი განათლება საშუალო პროფესიული კვალიფიკაციისათვის
საერთაშორისო კლასიფიკაცია
განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს -„მენეჯმენტი და ადმინისტრირება“, კოდი 0413, აღმწერი – „შეისწავლის ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ფუნქციონირებისა და საქმიანობის დაგეგმვას, ხელმძღვანელობასა და მუშაობას/ოპერირებას. მენეჯმენტის პროგრამები, რომლებიც მოიცავენ ადმინისტრირებას, ეკონომიკას, ფინანსებს და ა.შ. კლასიფიცირდება ამ სფეროში თუ აქცენტი გადატანილია მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე.“
პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სატვირთო გადაზიდვებისა და პორტის ლოგისტიკის სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება სატრანსპორტო, სასაწყობო, საპორტო დოკუმენტაციის შევსება; ტვირთის საწყობში შენახვის ორგანიზება; ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა; ნავსადგურში გადაზიდვების მონიტორინგი და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
ლოგისტიკაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის მიმართულებით შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო – ლოჯისტიკურ ორგანიზაციებში; საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში; სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ასოციაციებში; სატრანსპორტო და საექსპედიციო ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსებში; სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუციო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში; საბაჟო-ტერმინალურ კომპლექსებში; სასაწყობო მეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- დაგეგმოს სატვირთო გადაზიდვები;
- გააფორმოს შეკვეთა;
- განახორციელოს გადაზიდვების მონიტორინგი;
- შეავსოს სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
- გადაზიდვების დროს გამოთვალოს ლოგისტიკური დანახარჯები;
- მიიღოს ტვირთი საწყობში;
- გააკონტროლოს ნაშთები.
შრომის საშუალო ანაზრაურება: 800-1300 ლარი