fbpx

საინტერესო ფაქტები, პროფესია ფარმაცევტი

საინტერესო ფაქტები ფარმაცევტის პროფესიასთან დაკავშირებით

ფარმაცევტის საქმიანობას უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს არა მხოლოდ აფთიაქის, არამედ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ მოცემულ პროფსიასთან დაკავშირებით.

კოკა კოლა ფარმაცევტმა გამოიგონა

1886 წელს, ამერიკელმა ფარმაცევტმა ჯონ სტიტ პემბერტონმა გამოიგონა კოკა-კოლის რეცეპტი. სწორედ პემპბერტონი ითვლება კოკა-კოლის გამომგონებლად. 1885 წელს, ატლანტაში მშრალი კანონის შემოღების შემდეგ, პემბერტონმა სასმლის უალკოჰოლო ვერსია შექმნა. მისმა ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა თავისი ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი სახელწოდება – „კოკა-კოლა“ შესთავაზა.

ფოტო1. ჯონ სტიტ პემბერდტონი (1831-1888) და აფთიაქი სადაც მან გამოიგონა კოკა კოლას რეცეპტი

რობინსონის კალიგრაფიით შესრულებული ლოგოტიპი „კოკა-კოლას“ ბოთლებს დღემდე ამშვენებს. 1886 წლის 29 მაისს კოკა-კოლას პირველი რეკლამა განთავსდა გაზეთ The Atlanta Journal-ში. თავდაპირველად რეკლამა უკეთდებოდა როგორც წამალს, მორფსა და ოპიუმზე დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად. შემდეგ რეკომენდებულ­ი იყო დეპრესიისა და ნევრასთენიის სამკურნალოდ.

ლაღიძის წყალი ფარმაცევტმა გამოიგონა

1883-1900 წლებში, ქუთაისის ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობისას, ქართველმა ფარმაცევტმა, მიტროფანე ლაღიძემ ლიმონათის წარმოების საკუთარი რეცეპტი შექმნა. პირველი სასმელი ნატურალური ხილისგან, კენკრისგან და ბალახისგან დაამზადა, ხოლო 1900 წელს, საკუთარი ლიმონათის ქარხანა ააშენა.

ფოტო 2. მიტროფანე ლაღიძე (1869-1960) და ქუთაისის აფთიაქი, სადაც მან გამოიგონა “ლაღიძის წყლების” რეცეპტი

ასე გაჩნდა ახალი ქართული ბრენდი “ლაღიძის წყლები”. მიტროფანეს ლიმონათის დასამზადებლად ხილი მთელი საქართვოდან ჩამოჰქონდა. კენკრა – ბორჯომიდან, ვაშლი და ატამი – გორიდან, ციტრუსი – აფხაზეთიდან, ალუბალი – კასპიდან, ვარდი ლაგოდეხის ნაკრძალიდან და ა.შ. ლაღიძის წყლებმა მალე მთელ საქართველოში გაითქვა სახელი, მოგვიანებით კი მსოფლიოში. 1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ სბჭოთა კავშირში საჩუქრად გამოგზავნილი 1000 ბოთლი “კოკა-კოლის” პასუხად, ამერიკაში “ლაღიძის წყალი” გაიგზავნა.

წყარო

www.pharmacyforme.org
www.lagidze.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
2.8 ° C
2.8 °
2.8 °
93 %
2.1kmh
100 %
Sun
3 °
Mon
1 °
Tue
2 °
Wed
4 °
Thu
1 °

მსგავსი