fbpx

სკოლამდელი განათლება, პროფესიული პროგრამა

პროგრამის აღწერა

სახელწოდება: აღმზრდელი / educator
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში / Fifth level professional qualification in preschool education
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

საერთაშორისო კლასიფიკაცია

განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს „განათლება”, კოდი 0112, აღმწერი – „სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადება”.

პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს  ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  1. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  2. მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  3. ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
  4. წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.

შრომის საშუალო ანაზრაურება: 800-1300 ლარი

წყარო:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წყარო:www.matsne.gov.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
6.8 ° C
6.8 °
6.8 °
65 %
12.9kmh
0 %
Thu
7 °
Fri
7 °
Sat
7 °
Sun
5 °
Mon
6 °

მსგავსი