fbpx

ინფორმაციის ტექნოლოგია (IT), პროფესიული პროგრამა

პროგრამის აღწერა

სახელწოდება: კომპიუტერული ქსელი და სისტემები/ Computer Network and Systems
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში/ Secondary Vocational Qualification in Computer Network and

დაშვების წინაპირობები:

  • საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები
  • სრული ზოგადი განათლება საშუალო პროფესიული კვალიფიკაციისათვის

საერთაშორისო კლასიფიკაცია

განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება – კოდი 0612. აღმწერი – „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.

პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  1. სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
  2. Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
  3. ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური ადმინისტრირება;
  4. ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
  5. დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
  6. ფაილური და ბეჭვდის სერვერის ბაზისური მართვა;
  7. სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
  8. Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
  9. Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
  10. Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
  11. კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
  12. სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
  13. დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
  14. კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
  15. ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება.

შრომის საშუალო ანაზრაურება: 800-1300 ლარი

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
7.8 ° C
7.8 °
7.8 °
66 %
1kmh
100 %
Wed
8 °
Thu
10 °
Fri
7 °
Sat
1 °
Sun
2 °

მსგავსი