fbpx

ჯოან როულინგის ბიოგრაფია

ჯოან როულინგი (J. K. Rowling, 31.07.1965) – ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. ჯოან როულინგი არის 15-ზე მეტი ლიტერატურული პრემიის მფლობელი, მილიარდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ქალია, არა მხოლოდ ბავშვებისთვის. სტატიაში საუბარია იმ ფაქტების შესახებ, როლებმაც ხელი შეუწყო მის წარმატებას.

ჯოან როულინგის ნაწარმოებებმა, განსაკუთრებით კი მისმა ლიტერატურულმა შვილმა –ჰარი პოტერმა, დიდი ამბები დაატრიალა მსოფლიო ლიტერატურულ და კინო ინდუსტრიაში. ჰარი პოტერიყველაზე პოპულარული წიგნების სერიად იქცა, ხოლო მის მიხედვით გადაღებული ფილმებიყველაზე მომგებიან ფილმებადდღესდღეობით ჰარი პოტერი ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.

ჯოან როულინგი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს, ინგლისში. ის ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაში“ მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად და მდივან-თარჯიმნად. 1990 წელს ჯოანი მანჩესტერიდან ლონდონში მიემგზავრებოდა მატარებლით, როცა მოულოდნელად ეწვია იდეა ჰარი პოტერის შესახებ რომანის დასაწერად. შემდეგ მის ცხოვრებაში მძიმე ეტაპი დადგა – დედა გარდაეცვალა, ქმარს გაეყარა და სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა პირველი რომანი სერიიდან „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. მოგვიანებით ამ თემაზე კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა და ამ სათვალიანმა ბიჭუნამ ის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად აქცია.

2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტად) შეაფასა. ჯოან როულინგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა.

2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო მე-13 ადგილი – ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი გახდა შესანიშნავი ქველმოქმედი, ის გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

ჯოან როულინგის ქონება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და ის დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად გაყიდვადი ავტორია. გარდა ამისა, ფილმებიდან სოლიდური შემოსავალი აქვს. ამასთან, უფლება აქვს თავად დაამტკიცოს სცენარი და გააკონტროლოს შემოქმედებითი პროცესი, ბოლო ნაწილის გადაღებაზე კი პეოდიუსერის რანგშიც მოგვევლინა.

წყარო:www.biography.com

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
6.8 ° C
6.8 °
6.8 °
81 %
9.3kmh
0 %
Mon
11 °
Tue
6 °
Wed
8 °
Thu
10 °
Fri
11 °

მსგავსი