fbpx

დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფია

დავით სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. მან სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა. დავითმა საფუძველი დაუდო ქართული კონიაკის წარმოებას. გარდა ამისა, დავითი იყო ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. სტატიაში საუბარია საინტერესო ფაქტების შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა მის წარმატებაზე.

განათლება

დავითმა დაწყებითი განათლება ჯერ კერძო, პაკეს პანსიონში, შემდეგ კი ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. ეს ის გიმნაზიაა, რომელსაც უკვე ცნობილი მეწარმე ყოველთვის ეხმარებოდა, მერე კი ანდერძად დიდძალი თანხაც დაუტოვა. 1866  წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი – ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1972-1878  სწავლობდა ჰოენჰაიმისა და ჰალეს  უნივერსიტეტებში – სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

სამეწარმეო საქმიანობა

დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის განვითარებაამიტომაც საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. მან საფრანგეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი 36 წლის იყო, როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის, ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება.

როცა საქართველოში დაბრუნდა და გაეცნო ქართული ჯიშის ყურძენს, დარწმუნდა, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა და თვისებები საოცრად ჰგავდა ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. დავითმა დაიწყო სპირტის გამოხდა ფრანგული წესით და სულ მალე გასაოცარი შედეგი მიიღო. შემდგომში წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდის ფრანგული წესი, სპირტის დენატურაცია და დაძველება ხის კასრებში დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.

1885 წელს დავით სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს; 1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა ქართული ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა.

დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში.

როგორი მენეჯერი იყო დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა.

დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. მისი ინიციატივითა აშენდა ქაშვეთის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს.

ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ედგა მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი. სამწუხაროდ, მათ შვილი არ ჰყავდათ, თუმცა დავითი ამბობდა: რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?“

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

სარაჯიშვილმა, ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიას უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოსპატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და სხვა ცნობილ წარმატებულ ქართველებს.

1889-1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებითძველისძველმა”) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები.

დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წლის 20 ივნისს – დაკრძალულია თბილისში, მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება – მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
14.8 ° C
14.8 °
14.8 °
63 %
1.5kmh
0 %
Tue
16 °
Wed
25 °
Thu
26 °
Fri
26 °
Sat
26 °

მსგავსი