fbpx

პაატა და მართა, რატომ ვიხდით გადასახადებს

ვიდეო მომზადებულია 2021 წელს, სტუდენტის ბლოგის მიერ, გადადასახადებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ვიდეოს შინაარსი

მართა: მოგესალმებით ყველას! მე მართა ვარ. წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რომ მე ვარ საქართველოს ახალი მოქალაქე. ამ ტერმინმა მომცა ინსპირაცია, ამჯერად დამესვა ასეთი კითხვა – მაინტერესებს, მაინც როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი მოქალაქე?

პაატა: მადლობა კითხვისთვის მართა. საინტერესოა, რომ აქამდე არასდროს მიფიქრია ამ თემაზე. პირველი რაც ამ კითხვაზე გამახსენდა – გადასახადებია, რომელსაც მოქლაქეები ვიხდით ქვეყნის ბიუჯეტში. ჩვენ გვასწავლიან, რომ უნდა გადავიხადოთ გადასახადები, ასევე გვასწავლიან, რომ სახელმწიფომ უნდა აკრიფოს გადასახადები და გონივრულად დახარჯოს. მაგრამ, არსად არ გვასწავლიან, თუ რატომ ვიხდით გადასახადებს?

არადა განვითარებული ქვეყნები ამ თემას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. მოდი ვნახოთ ამ თემაზე შვედეთის საგადასახადო სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეო:

ვნახოთ შვედეთის საგადასახადო სააგენტოს მიერ მომზადებული კიდევ ერთი ვიდეო:

ვნახოთ რა ხდება აშშ-ში:

რომ შევაჯამოთ, საქართველოს ახალმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ რატომ არსებობენ გადასახადები. ასეთი ხედვა გაზრდის მოქალაქეთა კანონშესაბამისობას საგადასახადო მიმართულებით, როგორც ეს განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

დავასრულებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრის – მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით, რომელიც ვფიქრობ კარგად შეავსებს ჩემ პასუხს:

“როდესაც თქვენი შვილი, თავის მიერ ნაშოვნი ფულით, პირველად იყიდის ნაყინს, გამოართვით, მოაცილეთ 20% და დაუბრუნეთ დარჩენილი ნაწილი უკან. სანამ ის გაკვირვებული გიყურებთ, აუხსენით, რომ ეს 20% არის გადასახადი, რომელიც მან უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს ნაყინის მირთმევის სანაცვლოდ. ასევე უთხარით მას, რომ შეუძლია ნაყინის წამრთმევს მოსთხოვოს პასუხი, თუ სად მიდის მისი ნაყინის მეხუთედი ნაწილი? და თუ ასე მოიქცევა ყველა მშობელი, ქვეყანაში გაიზრდება თაობა, რომელსაც ეცოდინება, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი ფული. არსებობს მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა ფული და ყველა ვალდებულია მკაცრად აკონტროლოს ამ ფულის ხარჯვა“ – მარგარეტ ტეტჩერი

გმადლობთ, მომავალ შეხვედრამდე! ხო მართლა, შემდეგ ჯერზე, კიდევ თუ გექნება კითხვა, შეგიძლია ამ ბლოგზე იპოვო პასუხი: www.StudentBlog.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
11.8 ° C
11.8 °
11.8 °
47 %
1.5kmh
0 %
Sat
12 °
Sun
18 °
Mon
11 °
Tue
11 °
Wed
9 °

მსგავსი