პროფესიასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები
როგორც მუსიკა არ არსებობს ნოტების გარეშე, ისე სამეწარმეო საქმიანობა არ არსებობს ბუღალტერიის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუღალტერია გულისხმობს ყიდვა-გაყიდვის წერილობით აღრიცხვას. საინტერესოა პირველად ვის და რატომ მოუვიდა აზრად წერილობით აღერიცხა მაგალითად, რამდენი ვაშლი ან ცხვარი გაყიდა, რა ხარჯი გასწია, რა შემოსავალი მიიღო და ა.შ.
ბუნებრივია, ცივილიზაციის ადრეულ სტადიებზე ადამიანები მხოლოდ გონებაში ანგარიშობდნენ ყიდვა-გაყიდვის პროცესების შედეგებსა და ფაქტებს. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამ გააჩინა საჭიროება წერილობითი ფორმით მომხდარიყო გაყიდული მარცვლეულის ან შინაური ცხოველების აღრიცხვა.
ფრანგ-ამერიკელი არქეოლოგის, პროფესორ დენის შმანდტ-ბესერატის კვლევის მიხედვით, თავიდან ჩანაწერები კეთდებოდა თიხის რბილ ფირფიტებზე. ხატავდნენ გასაყიდ საქონელს და მის გვერდით თიხაში აკეთებდნენ იმდენი მონეტის ანაბეჭდს, რამდენადაც გაიყიდა ეს საქონელი. პირველი საბუღალტრო ჩანაწერები აღმოჩენილ იქნა იქნა მესოპოტამიაში და თარიღდება ძვ.წ. 5000 წლით:
მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ჩანაწერების გასაკეთებლად მონეტის თიხაზე გამოსახვა არ იყო საჭირო. საამისოდ ბევრად მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩხირის მსგავსი პატარა ჯოხი. ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში, არქეოლოგი დენის შმანდტ-ბესერატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია სწორედ ბუღალტრული აღრიცხვის ეს პრიმიტიული მეთოდი დაედო საფუძვლად ლურსმნულ დამწერლობას.
ბუღალტერიის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ასევე ფულის, ვაჭრობისა და დაბეგვრის განვითარებასთან. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად კი გაჩნდა სპეციალური პროფესია – “მოანგარიშე მუშაკები”. ეგვიპტესა და მესოპოტამიაში შეიქმნა სპეციალური სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ მოანგარიშე მუშაკებს. “მათ შეეძლოთ კითხვა, წერა და ჯადოქრობა” (თომას მანი). ისინი აღრიცხვადნენ ინვენტარს, ქონებას, მუშა-ხელს, გასამრჯელოს, ვალებს, ანგარიშობდნენ შედეგებს, ითვლიდნენ ფულს და ა.შ. მარტივი მეთოდებითა და ხერხებით უზრუნველყოფდნენ ნატურალურ და უბრალო ანგარიშწარმოების პროცესს. ძვ.წ. 375-283 წელს, ინდოელმა ფილოსოფოსმა და მასწავლებელმა ჩანაკიამ შექმნა პირველი ხელნაწერი ფინანსური მენეჯმენტის მსგავსი წიგნის – არტჰაშასტრა. წიგნი შეიცავს რამდენიმე დეტალურ ასპექტს სუვერენული სახელმწიფოს ბუღალტრული ანგარიშის შენახვის შესახებ.
ბუღალტერიის პირველი თეორეტიკოსია იტალიელი მეცნიერი და მათემატიკოსი ლუკა პაჩიოლი. ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მას ხშირად უწოდებენ “ბუღალტერიის მამას”:
პაჩიოლი ბუღალტერიას განიხილავდა როგორც უნივერსალურ მეთოდოლოგიურ მეცნიერებას. მან დაამკვიდრა ბუღალტერიის ორმაგი ჩანაწერის ძირითადი პრინციპი და ასევე დებეტის, კრედიტის და ბალანსის ცნება. იგი ასევე არის “ღვთაებრივი პროპორციის” შესახებ ტრაქტატის ავტორი.
პროგრამის აღწერა
სახელწოდება: ბუღალტრული აღრიცხვა / Accounting
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
საერთაშორისო კლასიფიკაცია
განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“, კოდი 0411, აღმწერი – ,,შეისწავლის ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, აუდიტირებასა და აღრიცხვას.“
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით. ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 69, 69.20.1. დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3313
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა
- შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)
- აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები
- შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები
- მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
- აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით
- აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე
- აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა
- შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
შრომის საშუალო ანაზრაურება: 1000-1500 ლარი