ოფისის მენეჯერი ნებისმიერი ორგანიზაციის ცენტრალური ფიგურაა. მან იცის ორგანიზაციასთან დაკავშირებული თითქმის ყველა მიმოწერის შესახებ, იცის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ვადები და სხვა საინტერესო ინფორმაცია. თუ დაინტერესებული ხარ ამ პროფესიით, მაშინ ეს სტატია შენთვისაა.
პროგრამის აღწერა
სახელწოდება: საოფისე საქმისა და ღონისძიებების ორგანიზება / Office work and event management
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში / Secondary Vocational Qualification in Office Work
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
საერთაშორისო კლასიფიკაცია
განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს „სამდივნო და საოფისე საქმის“, კოდი 0415, აღმწერი – „შეისწავლის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და პრაქტიკას, საოფისე ტექნოლოგიებს, საკანცელარიო საქმეს, სტენოგრაფიასა და ბეჭდვის უნარებს. ასევე მოიცავს სპეციალიზირებულ საოფისე/სამდივნო პროგრამებს (ბილინგვური, სამედიცინო, იურიდიული, საბუღალტრო და ა.შ.), თუ მათი მიზანია საოფისე საქმე და არა სპეციალიზაციით მომუშავე თანაშემწის მომზადება“.
პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები
- მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში
- აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე
- მოამზადოს დოკუმენტების პროექტები
- მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა
- კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას
- უზრუნველჰყოს ინფორმაციის გაცვლა
შრომის საშუალო ანაზრაურება: 800-1300 ლარი