მდგრადი განვითარების მიზნები საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების ერთობლიობაა, რომელის აერთიანებს ჩვიდმეტ მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წელს განისაზღვრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და მას ხელი 193-მა ქვეყანამ მოაწერა.
გაეროს 70/1 რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული მიზნები 2030 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული (გაერო, 2015). მიზნების მიღწევაში მონაწილეობის მიღება ვრცელდება ხელმომწერი 193 ქვეყნის სრულ მოსახლეობაზე და თითოეულ სექტორზე. შესაბამისად, ჩვენ ყველას, ინდივიდუალურად, როგორც გლობალურმა მოქალაქეებმა ან/და კოლექტიურად, სხვებთან თანამშრომლობით, შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ პროცესებში.
გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი
- სიღარიბის დაძლევა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შემუშავდეს სოციალური დაცვის ეფექტური პროგრამები, რათა ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო სერვისებზე. აქვე, აღსანიშნავია რომ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა ნახევარზე მეტს ბავშვები წარმოადგენენ.
- ნულოვანი შიმშილი. აღნიშნული მიზანი გულისხმობს რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით, ბავშვებს, დედებსა და დაუცველ პირებს. მიზანის მიღწევა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და მცირე მასშტაბის სურსათის მწარმოებლების (განსაკუთრებით მკვირდი მოსახლეობისა და ქალების) შემოსავლის გაორმაგებით, საკვები პროდუქტების წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფითა და მიწისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წვდომის გაფართოება, მრავალფეროვნების შენარჩუნება.
- ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, მაგალითად ის რომ დედებისთვის მშობიარობა გახდეს უსაფრთხო, შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობა; ყველას ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ვაქცინები.
- ხარისხიანი განათლება. აღმოიფხვრას უთანასწორობა საგანმანათლებლო სისტემაში და შეიქმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემო სასწავლებლებში. აღნიშნული მიზანი ემსახურება იმას რომ ყველას თანაბრად შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება.
- გენდერულ თანასწორობა. 2030 წლისთვის ქალებისა და გოგოებს უნდა ჰქონდეთ
ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც აქვთ მამაკაცებსა და ბიჭებს. უნდა აღმოიფხვრას ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია. - სუფთა წყალი და სანიტარია. უზრუნველიყოს წყლისა და სანიტარული სისტემის
ხელმისაწვდომობა და მდგრადი მართვა ყველასთვის; შესაბამისად, მუდმივად უნდა მოწმდებოდეს წყლის ხარისხი დაბინძურების შესამცირებლად, მუდმივად უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სანიტარული პირობები ითვალისწინებდეს და მორგებული იყოს ყველა ინდივიდის შესაძლებლობასა და სპეციფიკურ საჭიროებას. - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია. მნიშვნელოვანია, ყველასთვის თანამედროვე და მდგრადი ენერგო მომსახურების უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზანი ასევე გულისხმობს, ახალი ტექნოლოგიების განვითარების გზით, განახლებადი ენერგიის წილისა და ენერგოეფექტურობის გაზრდას.
- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. აღნიშნული მიზანი გულისხმობს
ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა ინდივიდისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. ასევე, აქ საუბარია იმ ახალგაზრდების რაოდენობის შემცირებაზე, რომლებიც არც მუშაობენ, არც სწავლობენ და არც რაიმე ტიპის პროფესიულ მომზადებას გადიან. მიზნის მიღწევისთვის, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვთა იძულებითი შრომის აღმოფხვრა. - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა. მიზანი გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ეკონომიკურ განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ინოვაციების ხელშეწყობა. ეს კი უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ტექნოლოგიები და ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
- შემცირებული უთანასწორობა. უთანასწორობის შემცირებისთვის აუცილებელია
სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურად გაძლიერება. გარდა ეკონომიკური თანასწორობისა, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის გაძლიერება საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე. - მდგრადი ქალაქები და დასახლებები. არნიშნული მიზანი გულისხმობს
ხარისხიან, უსაფრთხო საცხოვრებელს აუცილებელი მომსახურებებით. ამისთვის
საჭიროა გაიზარდოს მზაობა სტიქიური უბედურებების მიმართ და შემუშავდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა. - მდგრადი მოხმარება და წარმოება. აღნიშნული მიზანი გულისხმობს ნარჩენების
გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია აიკრძალოს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. - კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები. აუცილებელია კლიმატის ცვლილებების და მისი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გატარდეს გადაუდებელი ზომები. იმისათვის რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას გლობალურ დონეზე, საჭიროა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ზომების ინტეგრირებასთან ერთად პოლიტიკის სტრატეგიებსა და გეგმებში ამ საკითხების ხაზგასმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ადამიანების უკეთ მომზადება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებაში და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე მუშაობა.
- ოკეანისა და ზღვის რესურსები. აღნიშნული მიზანი გულისხმობს ზღვისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირებას. აგრეთვე მოიცავს უკანონო თევზჭერის აღმოფხვრას და ოკეანისა და ზღვის რესურსების სწორ გამოყენებას მდგრადი განვითარებისთვის. სანაპირო წყლების დაბინძურება გლობალურ პრობლემად იქცა, რაც უარყოფითად აისახება ოკეანეების ბიომრავალფეროვნებაზე.
- დედამიწის ეკოსისტემები. გაეროს განვითარების ეს მიზანი გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა და ხეების მოჭრის შემცირება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ახალი ხეების დარგვის პოპულარიზაციაც.
- მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები. ამ მიზნის მისაღწევად
აუცილებელია შეიქმნას ეფექტიანი ეროვნული ინსტიტუციები და გაიზარდოს სანდოობის ხარისხი; ასევე, აუცილებელია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს მართლმსაჯულება და ყველას თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საჭირო ინფორმაციაზე. - პარტნიორობა მიზნების მისაღწევად. ქვეყნებს შორის თანამშრომლობითა და
შესაბამისი რესურსების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევა. აუცილებელია განმტკიცდეს კავშირი, როგორც წევრ სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორს შორის, რამდენადაც საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის, გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების გაზიარებით.
მიზნების მიმოხილვა ინგლისურ ენაზე
ქართულ ენაზე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.unicef.org