fbpx

წარმატების 8 საიდუმლო, რიჩარდ სენტ ჯონი

რას მივყავართ წარმატებისკენ? – ეს კითხვა მარკეტოლოგმა და ანალიტიკოსმა, რიჩარდ სენტ ჯონმა 500-მდე წარმატებულ ადამიანს დაუსვა. გაანალიზა მათი პასუხები და წარმოგვიდგინა 3 წუთიანი პრეზენტაციის სახით. თუ როდესმე დაფიქრებულხარ, კონკრეტულად, თუ რა უნარებია საჭირო ამა თუ იმ სფეროში წარმატების მისაღწევად, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. 

ვიდეოს შინაარსი

რიჩარდ სენტ ჯონი: ეს რეალურად 2 საათიანი პრეზენტაციაა, შევეცდები ჩავატიო 3 წუთში. ყველაფერი დაიწყო თვითმფრინავში, როდესაც ტედ-ზე მოვდიოდი, შვიდი წლის წინ. ჩემ გვერდით იჯდა “თინეიჯერი” გოგონა. ჩანდა, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო. მას სურდა წარმატებისთვის მიეღწია და დამისვა ერთი მარტივი კითხვა – რას მივყავართ წარმატებისკენ? უხერხულად ვიგრძენი თავი. ეს იმიტომ, რომ მაშინ არ შემეძლო კარგი პასუხის გაცემა. ჩამოვედი თვითმფრინავიდან და მოვედი აქ, ტედ-ზე. თან ჩემთვის ვფიქრობ – ღმერთო, მე ხომ წარმატებული ხალხით სავსე ოთახში ვარ, მოდი ვკითხავ მათ რა დაეხმარათ წარმატების მიღწევაში, და შემდეგ, მათ გამოცდილებას გავუზიარებ ბავშვებს. მოკლედ, შვიდი წლისა და 500 ინტერვიუს შემდეგ მე ისევ აქ ვარ.

ახლა მოგითხრობთ თუ სინამდვილეში რას მივყავართ წარმატებისკენ და რა არის წარმატების ვიტამინები.

1. სიყვარული (ვნება)

პირველი არის საქმის სიყვარული, ვნება! ფრიმან ტომასმა თქვა – მე ვნება მამოძრავებს. წარმატებული ადამიანები სწორედ სიყვარულის გამო მუშაობენ და არა ფულის გამო.

ქეროლ კოლეტამ თქვა – მე იქეთ გადავიხდი იმისთვის, რომ ის ვაკეთო რასაც ვაკეთებ. საინტერესო ისაა, რომ თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, მაშინ ფული თოთქოს “თავისით” მოდის.

2. მუშაობა

რუპერტ მარდოკმა მითხრა – ყველაფერი შრომაა. ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ მე ამით ვერთობი. ასე თქვა ვერთობიო? დიახ! წარმატებული ადამიანები ერთობიან. მე ვხვდები, სინამდვილეში ისინი “ვორკაჰოლიკები” არ არიან, ისინი არიან “ვორკაფროლიკები” (ანუ, მუშაობაში განვითარება უყვართ და არა საკუთრივ მძიმე შრომა).

3. გაუმჯობესება

ალექს გარდენმა თქვა – წარმატებული რომ იყო, რაიმე საქმეში უნდა ჩაეფლო ბოლომდე და ეს საქმე ძალიან კარგად გააკეთეო. ამაში არაფერია სასწაული, უბრალოდ, სულ უნდა ივარჯიშო, ივარჯიშო და ივარჯიშო.

4. კონცენტრირება

ნორმან ჯეისონმა მითხრა – მე მგონი ყველაფრის თავი იმაშია, რომ რამეზე კონცენტრირება შეძლო.

ფოტო 1. ფრიმან ტომასი, ქეროლ კოლეტა, რუპერტ მერდოკი, ალექს გარდენი, ნორმან ჯეისონი, დევიდ გალო

5. მიწოლა

დევიდ გალომ მითხრა – შენ თავს უნდა მიაწვეო. ფიზიკურად, მენტალურად, უნდა მიაწვე, მიაწვე, მიაწვეო! უნდა მიაწვე საკუთარი მორიდებულობისა და ეჭვების გარღვევით.

გოლდი ჰოუნმა მითხრა – მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თავში. არ ვიყავი საკმარისად ჭკვიანი და კარგი. თუმცა ზოგჯერ, არც თუ ისე ადვილია მიაწვე საკუთარ თავს, და ამიტომაც შემდეგ ეძახიან დედებს.

ფრენკ გერიმ მითხრა – დედაჩემი მაწვებოდაო.

6. მომსახურება

შერვინ ნულადნმა მითხრა – ჩემთვის პრივილეგია იყო მემსახურა როგორც ექიმს. ახლა ბევრი ბავშვი მეუბნება რომ უნდათ მილიონრები იყვნენ. პირველი რასაც ვეუბნები არის ის, რომ – კი ბატონო, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოემსახურები? სხვას უნდა მოემსახურო რაღაც ფასეულით. სწორედ ასე ხდებიან ადამიანები მდიდრები.

7. იდეები

ბილ გეთსმა მითხრა – მე მქონდა იდეა დამეარსებინა პირველი მიკრო კომპიუტერული პროგრამების კომპანია. მე ჩავთვალე რომ ეს მართლაც კარგი იდეა იყო. იდეების მოსვლაშიც არაფერია ჯადოსნური, მე მოვიყვანე ამის ბევრი მაგალითი.

8. გაძლება

ჯო კრაუსმა მითხრა – გაძლება არის წარმატების ნომერ პირველი მიზეზი. უნდა გაუძლო დამარცხებას. უნდა გაუძლო ათას უბედურებას, ნაგავს, როგორიცაა კრიტიკა, უარყოფა, ნაძირლობა და ზეწოლა.

ფოტო 2. გოლდი ჰოუნი, ფრენკ გერი, შერვინ ნულანდი, ბილ გეითსი, ჯო კრაუსი.

ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი საბოლოოდ ასეთი იქნებოდა – გადაიხადე 4000 დოლარი და მოდი ტედ-ზე (ხუმრობით). ან თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ შეასრულე ეს 8 რამ და დამიჯერე, წარმატებას მიაღწევ:

ფოტო 3. წარმატების 8 საიდუმლო, რიჩარდ სენტ ჯონი

დიდი მადლობა ინტერვიუს ყველა მონაწილეს!

ვიდეო ქართულად გავახმოვანეთ სპეციალურად სტუდენტის ბლოგისთვის. ორიგინალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ქართული სუბტიტრებით:

 

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
mist
4.8 ° C
4.8 °
4.8 °
93 %
0kmh
100 %
Sat
5 °
Sun
11 °
Mon
15 °
Tue
14 °
Wed
14 °

მსგავსი