კარგი ხედი ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ცხოვრებისეული გამოცდილების გარდა, ამ ფაქტს პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1972-1981 წლებში, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. სტატიაში საუბარია ამ კვლევის დეტალებზე.
კვლევისთვის, პაციენტები განათავსეს ორ მსგავს პალატაში, განსხვავებული ხედებით. იმ პალატაში მყოფი პაციენტები, რომლის ფანჯრიდან ხედი ბუნებაზე იშლებოდა, გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე პაციენტები, რომელთა პალატის ფანჯრიდან მხოლოდ აგურის კედელი მოჩანდა.
სასიამოვნოა, როდესაც ვუყურებთ იმას, რაც ჩვენთვის საინტერესოა და რაზე დაკვირვებაც დიდ ყურადღებას არ საჭიროებს, ამ დროს ხელს ვუწყობთ ჩვენი მენტალური ენერგიის აღდგენას და განწყობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, გაშლილ ხედებზე მზერა წარმოშობს სიმშვიდის შეგრძნებას, რაც ადამიანის გონებრივ ევოლუციას უკავშირდება.
უძველეს ადამიანს, მხოლოდ მაშინ შეეძლო დაესვენა მშვიდად, როდესაც საშუალება მიეცემოდა, რომ უსაფრთხო ადგილიდან დაეთვალიერებინა მის გარშემო არსებული გარემო და გაეკონტროლებინა, შესაძლო საფრთხე მხეცებისგან. სწორედ სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც სივრცეში ცქერა ქვეცნობიერად გვანიჭებს, წარმოადგენს კარგი ხედის მქონე საცხოვრებელი ბინის სიძვირის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.