გამარჯობა! გვიხარია, რომ ჩვენი ბლოგის მხარდაჭერით დაინტერესდი. მხარდაჭერაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ მატერიალურ გვერდით დგომას, არამედ ჩვენი მასალის მოწონებას, გაზიარებას და ა.შ.
ჩვენი მისიაა სტუდენტთა და აბიტურიენტთა, ასევე მათი სწავლის პროცესში ჩართულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება განათლების მიღების, პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვისა და კარიერული განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, ბლოგის მხარდაჭერით ახდენ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ განათლების პოპულარიზაციას. პრაქტიკული მაგალითით გაჩვენებ, თუ რა საქმე კეთდება ბლოგის მხარდაჭერით.
სიმარტივისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულება შევადაროთ მატარებლის ვაგონს. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უმეტესად ახდენს საკუთარი თავის პოპულარიზაციას, თუმცა არ ხდება განათლების ყოველდღიური პუპულარიზაცია. განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით კარგი საშუალებაა საგანმანათლებლო კონფერენცია, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ.
ანუ, სტუდენტის ბლოგის გარეშე ხდება სასწავლებელთა პოპულარიზაცია ყოველდღე, ხოლო განათლების პოპულარიზაცია წელიწადში ერთხელ (იხ. ფოტო 1). არადა, რაც არ უნდა კარგი საგანმანათლებლო დაწესებულება შესთავაზო, თუ ადამიანი არ არის დარწმუნებული განათლების საჭიროებაში, ის უბრალოდ აღარ გააგრძელებს სწავლას.