fbpx

ჯეიმზ ვების ტელესკოპი

ჯეიმზ ვების ტელესკოპი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ამ ტელესკოპით გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო NASA-მ 2022 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა. სტატიაში მიმოხილულია საინტერესო ფაქტები ამ ტელესკოპთან დაკავშირებით.

ფოტო 1. ჟეიმზ ვების ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტო

მეცნიერების შეფასებით, ეს არის “ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას”. ამით, ჯეიმს ვების ტელესკოპი უკვე ოფიციალურად შეუდგა სრულყოფილი სამეცნიერო ოპერაციების წარმოებას და კოსმოსის კვლევაში სრულიად ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი.

ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) — კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც შექმნილია ძირითადად ინფრაწითელი ასტრონომიის ამოცანებისთვის. იგი კოსმოსში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია, რომლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრაწითელი გარჩევადობა და მგრძნობელობა საშუალებას აძლევს მას დაინახოს ისეთი სუსტი სინათლის მქონე, ძველი ან შორეული ობიექტები, რომლებიც რთული დასანახია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის. მოსალოდნელია, რომ ამ ტელესკოპის დახმარებით ხელი შეეწყობა გამოკვლევების ფართო სპექტრის განვითარებას ასტრონომიისა და კოსმოლოგიის სფეროებში, მაგალითად პირველი ვარსკვლავებისა და პირველი გალაქტიკების ფორმირებაზე დაკვირვებასა და დასახლების პოტენციალის მქონე ეგზოპლანეტების დეტალურ ატმოსფერულ დახასიათებას.

ჯეიმზ ვები

ჯეიმს ვები იყო ამერიკის მთავრობის მოხელე, რომელიც მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ 1949-1952 წლებში. რაც მთავარია, ის იყო ნასას ადმინისტრატორი 1961 წლის 14 თებერვლიდან 1968 წლის 7 ოქტომბრამდე. ვებს უდიდესი შრომა მიუძღვის NASA-ს განვითარებაში, აკონტროლებდა რა ამ ორგანიზაციას კენედის ადმინისტრაციის დასაწყისიდან ჯონსონის ადმინისტრაციის დასრულებამდე. ვების წვლილი დიდია Mercury-სა და Gemini-ის პროგრამების განვითარებაშიც. მან თავი კარგად გაართვა Apollo 1-ის ცნობილ ხანძარსაც.

ფოტო 2. ჯეიმზ ვები

მისი ადმინისტრაციის დროს NASA ჩვეულებრივი კვლევითი ცენტრიდან მსოფლიოში ყველაზე გავლენიან სამეცნიერო ორგანიზაციად იქცა. ვებმა დიდი როლი ითამაშა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის ცენტრის, მოგვიანებით ჯონსონის კოსმოსური ცენტრის შექმნაში, ჰიუსტონში. უშუალოდ აპოლოს პროგრამაზე ფოკუსირებაზე ზეწოლის მიუხედავად, ვებმა მოახერხა, რომ NASA-ს პლანეტების კვლევის პროგრამებიც წარმატებით განეხორციელებინა. საუბარია Mariner-სა და Pioneer-ის კოსმოსურ პროგრამებზე.

ვებს თავისი შრომისთვის უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი 1969 წელს და 1976 წელს სმიტსონის ინსტიტუტის ლენგლის ოქროს მედალი.

ადამიანი, რომელსაც NASA-ს განვითარებაში ასეთი დიდი წვლილი მიუძღვის, დაიბადა 1906 წელს, ტალი ჰოს სოფელში, გრანვილის ოლქში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მისი სიცოცხლე 1992 წელს დასრულდა, მაგრამ ის ახლა “ადამიანი ტელესკოპია” — მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი მის სახელს ატარებს. შეიძლება ითქვას, ვებმა ამით უკვდავება მოიპოვა და აქედან გამომდინარე, ის ალბათ სამუდამოდ დარჩება ადამიანების მახსოვრობაში.

ტელესკოპი

მიუხედავად ჯეიმს ვების დამსახურებებისა, არიან ადამიანები, რომლებსაც ის არ მოსწონთ. ისინი კოსმოსური ტელესკოპისთვის ჯეიმს ვების სახელის დარქმევას აპროტესტებენ. დავა ტელესკოპის “სეხნიის”, ნასას ყოფილი მმართველის, ჯეიმს ვების, ისტორიას უკავშირდება, რომელსაც კრიტიკოსები ჰომოფობიაში სდებენ ბრალს. საქმე იმაშია, რომ ჯეიმს ვებმა NASA-ს დაცვას უფლება მისცა, თანამშრომლები სექსუალური ორიენტაციის გამო დაეკითხათ. დავა დღემდე გრძელდება, იქმნება პეტიციებიც, რომლებშიც კოსმოსური ტელესკოპისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ.

ფოტო 3. ჯეიმზ ვების ტელესკოპი

აღსანიშნავია, რომ NASA-ს უკანასკნელ წლებში არაერთხელ შეუცვლია თავის კოსმოსურ ობიექტთა სახელები. მაგალითად, 2019 წელს ასტეროიდს, სახელად “Arrokoth” დაარქვეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის თავდაპირველ სახელწოდებას, “Ultima Thule-ს”, ნაცისტური კონოტაციები ჰქონია. ამავდროულად, მომდევნო წელს კოსმოსურმა სააგენტომ პირობა დადო, რომ კოსმოსში არსებულ ობიექტებზე რასისტული სახელების გამოყენებას შეწყვეტდა.

თუმცა, როგორც ჩანს, კრიტიკოსთა მოთხოვნის მიუხედავად, NASA ჯეიმს ვების ტელესკოპს სახელს არ გადაარქმევს. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა, როგორც სამყარო. მიუხედავად ამისა, ტელესკოპის ორი ძირითადი სამეცნიერო მისიის გამორჩევა მაინც შეგვიძლია.

ჩვენ გვსურს ვნახოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ პირველი ვარსკვლავები, გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში. ვები ამისთვის იდეალური ინსტრუმენტია და ის დროის მანქანასავით იმოქმედებს. ის იმ სინათლეს დააფიქსირებს, რომელიც სამყაროს გაჩენიდან მალევე წარმოიშვა. ეს კაცობრიობის წინაშე სამყაროს სხვდასხვა პერიოდებს გადაშლის — სამყაროს დაბადებიდან, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების წარმოშობამდე.

ვების მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების აღმოჩენა, რაც ნიშნავს პლანეტებს მზის სისტემის გარეთ. ტელესკოპი გამოიკვლევს სიცოცხლის პოტენციალს ამ სამყაროებში, მათი ატმოსფეროს შესწავლით.

წყარო

space.com
On.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
7.8 ° C
7.8 °
7.8 °
66 %
1kmh
100 %
Wed
8 °
Thu
10 °
Fri
7 °
Sat
1 °
Sun
2 °

მსგავსი