fbpx

ფინტექი და საქართველო

ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. ამაზე კარგად მეტყველებს ქართული ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბების მზარდი ტენდენცია და მათ მიერ შეთავაზებული ფინტექ სერვისების აქტუალობაც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქართულმა სტარტაპმა უკვე შეძლო, თავიანთი სერვისები არამხოლოდ ლოკალურად შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, არამედ გლობალურადაც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ იმ ქართულ სტარტაპებზე გიამბოთ, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.

ტერმინის მნიშვნელობა

სანამ სტატრტაპებს მიმოვიხილავთ, კარგი იქნება განვმარტოთ ტერმინის მნიშვნელობა. სახელი – “ფინტექი” [FinTech] სიტყვების “ფინანსური” და “ტექნოლოგიის” კომბინაციაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ტერმინი ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში მოქმედი კომპანიების დასახასიათებლად გამოიყენება.

უფრო კონკრეტულად, ფინტექი არის მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების მისაწოდებლად ტექნოლოგიის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო ან სხვა ნებისმიერი სახის მომსახურება, რაც ფინანსებს ეხება. ძირითადად, ამ ტერმინს უკავშირებენ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ავითარებენ. მათი სამოღვაწეო მიმართულებები კი მობილური და ონლაინგადახდები, ასევე ალტერნატიული ფინანსები და ფინანსური მენეჯმენტია.

მაშ ასე, ქართული ფინტექ სტარტაპებია:

Kernel

ერთ-ერთი ასეთი კარგი მაგალითია კერნელი, რომელიც, მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმას წარმოადგენს. მისი მეშვეობით მომხმარებლებს თავიანთი ინვოისების მარტივად მართვა შეუძლიათ. გარდა ამისა, კერნელი მათ ასევე აძლევთ საშუალებას, გამოთვალონ გადასახადები და სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეაფასებენ საკუთარ ბიზნესს და მიიღებენ უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებს.

კერნელი 2019 წლის დეკემბერში ბექა დალაქიშვილმა, ბექა ზღულაძემ და გუსტავ გროთმა დააფუძნეს. არსებობის განმავლობაში კერნელმა უკვე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი კი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა იყო, რომელმაც კომპანიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, კერნელი დღეს საქართველოს გარდა, ინდოეთსა და ფილიპინებში ოპერირებს. თუმცა, კომპანია ასევე გეგმავს ისეთ ქვეყნებში შესვლასაც, როგორებიცაა ნიგერია და პაკისტანი.

Citypay.io

როცა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე გასულ ფინტექ სტარტაპებზე ვსაუბრობთ, ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Citypay.io-ც, რომელიც ბექა ქემერტელიძემ და ერალფ ჰატიპოღლუმ დააფუძნეს. პლატფორმა ერთგვარ ციფრული გადახდების მიღების საშუალებას წარმოადგენს ბიზნესებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა მოსახერხებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სავაჭრო ობიექტებზეც გადახსენბის მისაღებად.

დღესდღეობით Citypay.io 300-ზე მეტ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას და სულ რამდენიმე თვის წინ მან უკვე შეძლო გლობალურ ბაზარზეც შეეთავაზებინა ბიზნესებისთვის თავისი სერვისები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონკრეტულ სეგმენტებზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია განახორციელა. კომპანია ასევე წარმატებით უნდა შესულიყო უკრაინის ბაზარზეც, თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეაჩერა.

Payze

Payze ქართული ფინანსური ტექნოლოგიების – ფინტექ – სტარტაპია, რომელიც ფულის მიღების ინოვაციური ონლაინ-საშუალებაა, როგორც ტექნიკური, ასევე ინტეგრაციის ყველაზე გამარტივებული ხელსაწყოებით მათთვის, ვინც ონლაინ სივრცეში პროდუქტს ან სერვისს ყიდის. სტარტაპი გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ ერთობლივად დააფუძნეს.

სტარტაპმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი.

კომპანიის ორიენტირი დასაწყისშივე ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული და მარტში სტარტაპმა უკვე მოახერხა, რომ უზბეკეთის ბაზარზე შესულიყო. Citypay.io-ს მსგავსად, Payze-ს ასევე ჰქონდა გეგმაში უკრაინის ბაზარზე შესვლაც, თუმცა, ეს პროცესი მათთვისაც დროებით შეფერხდა.

წყარო

fintech.ge
mvp.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
mist
15.8 ° C
15.8 °
15.8 °
100 %
1kmh
75 %
Sat
23 °
Sun
19 °
Mon
16 °
Tue
16 °
Wed
16 °

მსგავსი