fbpx

საგადასახადო სისტემის მთავარი პრინციპები, ადამ სმიტი


სტატიას წარმოგიდგენთ


შესავალი

­საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა ადამ სმიტმა, 1776 წელს, ნაშრომში – “ხალხთა სიმდიდრე”. გადასახადებთან დაკავშირებით მანამდე არსებული წარმოდგენისაგან განსხვავებით, სმიტი მიიჩნევდა, რომ გადასახადების გადახდა ნიშანია არა მონობის, არამედ თავისუფლების. ამ სტატიაში ვისაუბრებთ პრინციპებზე, რომლებიც უნდა ახასიათებდეს ნებისმიერი ტიპის გადასახადს.

გადასახადების გადახდა ნიშანია არა მონობის, არამედ თავისუფლების – ადამ სმიტი

ხალხთა სიმდიდრე, 1776

არსებობს ფიზიკურ პირთა სამი ტიპის შემოსავალი – მოგება, იჯარა და ხელფასი. თითოეულ ამ შემოსავალს უნდა ერიცხებოდეს შესაბამისად – მოგების, იჯარის და ხელფასის გადასახადი (ბოლო ორს დღეს ვეძახით საშემოსავლო გადასახადს). ასევე, უნდა არსებობდეს საერთო გადასახადი, რომელიც შესაძლებელია სამივე ამ ტიპის შემოსავალს დაერიცხოს (რასაც დღეს ვეძახით დამატებული ღირებულების გადასახადს – დღგ).

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის შემოსავალს ერიცხება, ყველა ზემოაღნიშნული გადასახადი უნდა დაწესდეს შემდეგი 4 პრინციპის დაცვით:

  1. სამართლიანი
  2. წინასწარ განსაზღვრული
  3. მოსახერხებელი
  4. ეკონომიური

ვნახოთ რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

1. სამართლიანი

ქვეყნაში მცხოვრებმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, თავისი შემოსავლების პროპორციულად უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობას სახელმწიფოს შენახვაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და მფარველობა გაუწიოს ქვეყნის ყველა მცხოვრებს.

2. წინასწარ განსაზღვრული

გადასახადის გადახდა უნდა ხდებოდეს წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად და არა თვითნებურად. გადასახადის ოდენობა, გადახდის ფრომა და დრო უნდა იყოს იოლად გასაგები, როგორც უშუალოდ გადამხდელისთვის, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

3. მოსახერხებელი

ყველა გადასახადი უნდა აიკრიფოს იმ დროს და ისეთი ფორმით, რაც ყველაზე მეტად მოსახერხებელია გადასახადის გადამხდელისთვის.

4. ეკონომიური

გადასახადის ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ მინიმალურად შეეხოს გადამხდელის “ჯიბეს”. გადასახადებისგან ამოღებული თანხა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს სახელმწიფო ხაზინის რეალურ საჭიროებებს.

გარდა ამ ოთხი პრინციპისა, გასათვალისწინებელია ასევე შემდეგი გარემოებები:

  • გადასახადების აკრეფას შეიძლება დასჭირდეს საგადასახადო ორგანო, გადასახადის ამკრეფ საჯარო მოხელეთა დიდი რაოდენობით;
  • გადასახადის აკრეფას შესაძლოა წარმოების შეჩერება და ხალხის საქმიანი აქტივობის შემცირება მოჰყვეს;
  • საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის არგადამხდელი პირის დაჯარიმების შემთხვევაში, შეიძლება ეს პირი გაკოტრდეს და დაიკარგოს სარგებელი, რომელის მის საქმიანობას მოაქვს საზოგადოებისთვის;
  • გადასახადების ამკრეფთა ხშირი და უსიამოვნო ვიზიტების დაწესებას მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვს და მნიშვნელოვნად აფერხებს მათ საქმიანობას.

ასე ხედავდა ადამ სმიტი გადასახადების სამომავლო ადმინისტრირებას. ეს პრინციპები დღესაც აქტუალურია ყველა ქვეყანაში. ამასთან, ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა.

მაგალითად, საქართველოში საგადასახდო ადმინისტრირებას ახდენს შემოსავლების სამსახური. გადასახადის ყველა გადამხდელს აქვს საკუთარი ელექტრონული გვერდი (ე.წ. “ექაუნთი”), სადაც შესვლა შეიძლება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან www.rs.ge. 2007 წლიდან, სწორედ ამ ელექტრონული გვერდის მეშვეობით ხდება საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობა საქართველოში.


რუბრიკის მხარდამჭერია


გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
22.9 ° C
22.9 °
22.9 °
36 %
0.9kmh
0 %
Sun
35 °
Mon
37 °
Tue
38 °
Wed
37 °
Thu
35 °

მსგავსი